---
title: "მუხლი 66²⁶. იუსტიციის მსმენელის სტაჟირება. სტაჟირების ფორმები — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-26"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "66^26"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66²⁶. იუსტიციის მსმენელის სტაჟირება. სტაჟირების ფორმები — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 66²⁶ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-26

1. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ იუსტიციის მსმენელი გადის სტაჟირებას.

2. იუსტიციის მსმენელი სტაჟირებას გადის საერთო სასამართლოებში, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ადვოკატურაში, ნოტარიატში, პროკურატურაში ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებში, რომელთა ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. იუსტიციის მსმენელის მიერ სტაჟირების სხვა ორგანოში, გარდა საერთო სასამართლოებისა, გავლის საკითხს, ამ იუსტიციის მსმენელის საჭიროებების გათვალისწინებით, სკოლის დირექტორის წარდგინებით წყვეტს დამოუკიდებელი საბჭო. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-27.md
