---
title: "მუხლი 66³⁰. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-30"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "66^30"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66³⁰. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 66³⁰ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-30

1. სკოლაში სწავლის დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს სკოლის დამამთავრებელ გამოცდას, რომლის დანიშნულებაა იუსტიციის მსმენელის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება.

2. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით. იუსტიციის მსმენელს სასამართლო პრაქტიკიდან ეძლევა კონკრეტული საქმე და ევალება მასზე საპროცესო დოკუმენტების პროექტების შედგენა.

3. სკოლის დამამთავრებელ გამოცდას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

4. ( ამოღებულია - 26.06.2025, №827 ).

5. ( ამოღებულია - 26.06.2025, №827 ).

6. სკოლის დამამთავრებელი გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება სკოლის წესდებით.

7. სკოლის წესდებით განისაზღვრება სკოლის დამამთავრებელი გამოცდის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებები. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-31.md
