---
title: "მუხლი 66³³. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-33"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "66^33"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66³³. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 66³³ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-33

1. მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას გაითვალისწინება იუსტიციის მსმენელის რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება მოიცავს: ა) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას; ბ) სტაჟირების გავლის შედეგების შეფასებას; გ) სემინარული მუშაობის შედეგების შეფასებას; დ) სკოლის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას; ე) სტაჟირების ხელმძღვანელის შეფასებას; ვ) სკოლის მასწავლებელთა შეფასებას; ზ) სტაჟირების გავლისას იუსტიციის მსმენელის მიერ შედგენილი წერილობითი ანგარიშისა და შესრულებული ნაშრომის შეფასებას; თ) იუსტიციის მსმენელის დისციპლინის შეფასებას.

2. დამოუკიდებელი საბჭო შეფასებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

3. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების 1 ეგზემპლარი გადაეცემა იუსტიციის მსმენელს. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-34.md
