---
title: "მუხლი 66³⁴. სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-34"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "66^34"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66³⁴. სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 66³⁴ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-34

1. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის დამტკიცების შემდეგ ამ სიაში შეყვანილ იუსტიციის მსმენელზე გაიცემა სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება, რომ მან გაიარა სკოლის სრული სასწავლო კურსი და იგი შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმას ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო სკოლის წესდებით დადგენილი წესით. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-35.md
