---
title: "მუხლი 66³⁵. გადამზადების მიზანი — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-35"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "66^35"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66³⁵. გადამზადების მიზანი — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 66³⁵ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-35

1. სკოლა ყოველწლიურად შეიმუშავებს და ახორციელებს გადამზადების პროგრამებს.

2. გადამზადების მიზანია ამ კანონის შესაბამისად გადამზადებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირის კვალიფიკაციის ამაღლება საკანონმდებლო და სხვა სახის სამართლებრივი და სამეცნიერო სიახლეების გაცნობის, ახალ სოციალურ და სამართლებრივ რეალობებთან ადაპტაციის, პრაქტიკული გამოცდილების, მათ შორის, უცხო ქვეყნებში არსებული სამოსამართლო საქმიანობის პრაქტიკის, განზოგადებისა და გაზიარების გზით. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-36.md
