---
title: "მუხლი 66³⁷. მოქმედი მოსამართლის უფლება გადამზადებაზე — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-37"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "66^37"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66³⁷. მოქმედი მოსამართლის უფლება გადამზადებაზე — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 66³⁷ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-37

1. გადამზადების ყოველწლიური ღონისძიებების პროგრამის გამოქვეყნების შემდეგ გადამზადების მსურველი დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად განცხადებით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას. განცხადებაში უნდა მიეთითოს, რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული კონკრეტულად ამ ღონისძიებაში მონაწილეობით.

2. სკოლის დირექცია ვალდებულია განიხილოს გადამზადების მსურველის განცხადება და უპასუხოს ამ განცხადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მაგრამ გადამზადების ღონისძიების დაწყებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა.

3. გადამზადებაში მონაწილეობაზე სკოლის დირექციის უარი  დასაბუთებული უნდა იყოს.

4. გადამზადების კურსის ჩატარებისა და ამ კურსში მონაწილეობის წესი და პირობები განისაზღვრება სკოლის წესდებით. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-38.md
