---
title: "მუხლი 66⁴⁰. სპეციალურ სასწავლო კურსში უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-40"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "66^40"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66⁴⁰. სპეციალურ სასწავლო კურსში უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 66⁴⁰ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-40

1. უცხო ქვეყნის მოსამართლეებისათვის, სასამართლო სისტემის მოხელეებისა და იურიდიული სფეროს სხვა წარმომადგენლებისათვის შესაძლებელია შეიქმნას სპეციალური სასწავლო კურსი.

2. სპეციალური სასწავლო კურსის პროგრამას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.

3. სპეციალური სასწავლო კურსი განხორციელდება შესაბამის უცხოურ ენაზე. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-41.md
