---
title: "მუხლი 66⁶. სკოლის დირექცია — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-6"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "66^6"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66⁶. სკოლის დირექცია — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 66⁶ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-6

1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორისგან, მისი მოადგილეებისა და სტაჟირების ხელმძღვანელისგან. სკოლის დირექტორის მოადგილეების რაოდენობას განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო.

2. სკოლის დირექტორს 5 წლის ვადით, სკოლის წესდებით დადგენილი წესით ირჩევს დამოუკიდებელი საბჭო.

3. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სკოლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი მოთხოვნები სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

4. ( ამოღებულია - 26.06.2025, №827 ).

5. სკოლის დირექტორის მოადგილეები და სტაჟირების ხელმძღვანელი აირჩევიან 5 წლის ვადით. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს სკოლის დირექტორის მოადგილეებისა და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებების შეწყვეტას.

6. სკოლის დირექციის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-7.md
