---
title: "მუხლი 66⁸. სკოლის დირექტორის მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებები — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-8"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "66^8"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66⁸. სკოლის დირექტორის მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებები — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 66⁸ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-8

1. სკოლის დირექტორის მოადგილე უზრუნველყოფს სასწავლო და გადამზადების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სასწავლო კურსის (გარდა სტაჟირებისა) და გადამზადების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.

2. სტაჟირების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს სტაჟირების პროგრამების განხორციელებას. მისი უფლებამოსილება სტაჟირების დარგში განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-9.md
