---
title: "მუხლი 66⁹. სკოლის დირექტორის, სკოლის დირექტორის მოადგილის, სტაჟირების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-9"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "66^9"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66⁹. სკოლის დირექტორის, სკოლის დირექტორის მოადგილის, სტაჟირების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 66⁹ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-9

1. სკოლის დირექტორის, სკოლის დირექტორის მოადგილის, სტაჟირების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სკოლის შინაგანაწესის უხეშად ან სისტემატურად დარღვევა; გ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა; თ) გარდაცვალება; ი) ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

2. სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის მოადგილეს, სტაჟირების ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი საბჭო. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/67.md
