---
title: "მუხლი 68. მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/68"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "68"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 68 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/68

1. მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.

2. სახელმწიფო ვალდებულია მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მას ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული პირობები, დაიცვას მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება. თუ მოსამართლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მისი განცხადების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას.

3. მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში (მუნიციპალიტეტში) არა აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს. გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე იღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო შეკრებაზე გაწვევას არ ექვემდებარება.

5. მოსამართლედ გამწესება არ იწვევს პირის საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის შეწყვეტას. პირი, რომელიც გამწესდა მოსამართლედ, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას.

6. მოსამართლეს შვებულება ეძლევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე და 64-ე მუხლებით დადგენილი წესით .

7. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სახელმწიფო ხელისუფლების შტოების ანალოგიურ თანამდებობის პირთა დადგენილი რანგირების მიხედვით. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I,  № 46 , 04 . 0 8 . 20 10 წ., მუხ. 286 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №4461 -ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2034 - ვებგვერდი, 29.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3623 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის ორგანული კანონი №3545 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/66-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/69.md
