---
title: "მუხლი 72¹⁰. დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/72-10"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "72^10"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 72¹⁰. დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 72¹⁰ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/72-10

1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის დაჯარიმების შესახებ მოსამართლესთან ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განკარგულება შეიძლება 3 დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც ჯარიმა შეეფარდა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე მოსამართლემ, რომელთანაც, მისი შეტყობინების თანახმად, განხორციელდა ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლესთან, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განკარგულება – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.

2. საჩივრის განხილვისას საჩივრის განმხილველი პირი ამოწმებს, დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოტანისას დაიცვა თუ არა მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლემ ამ კანონის 72 8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.

3. საჩივრის განმხილველი პირი საჩივარს განიხილავს 7 დღის ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გასაჩივრებული განკარგულების ძალაში დატოვებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) გასაჩივრებული განკარგულების გაუქმების, შეცვლის ან საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

4. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს და ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/72-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/72-11.md
