---
title: "მუხლი 75¹¹. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-11"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^11"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75¹¹. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75¹¹ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-11

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით დისციპლინური საქმის წარმოება შეჩერდება, თუ გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში დისციპლინური საქმის წარმოება განახლდება.

2. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ კანონით დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის დადგენილ ვადაში, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილ 1-წლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ 3-წლიან ვადაში. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-12.md
