---
title: "მუხლი 75¹³. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-13"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^13"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75¹³. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75¹³ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-13

1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური საქმის გამოკვლევისთვის ამ კანონის 75 10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, უფლება აქვს, წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს დაავალოს დისციპლინურ საქმეზე დამატებითი გამოკვლევის ჩატარება და მისცეს მას შესაბამისი მითითებები. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადა 2 თვით გაგრძელდება. ამ ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ შესაბამისი საკითხი კვლავ დადგება კენჭისყრაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4218 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-14.md
