---
title: "მუხლი 75¹⁵. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-15"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^15"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75¹⁵. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75¹⁵ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-15

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. დისციპლინური საკითხის განხილვისას სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

3. დისციპლინური საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის სხდომაზე განიხილავს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს და ამ საკითხთან დაკავშირებულ მასალებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია სხდომაზე მიიწვიოს შესაბამისი მოსამართლე. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, სხდომაზე შესაძლებელია მიწვეულ იქნეს საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოისმინოს მიწვეული პირების ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები.

5. მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დისციპლინური საქმის მასალებს ამ კანონის 75 14 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-16.md
