---
title: "მუხლი 75²³. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ფარგლები — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-23"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^23"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75²³. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ფარგლები — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75²³ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-23

სადისციპლინო კოლეგიას უფლება არა აქვს, გასცდეს დისციპლინური ბრალდების ფარგლებს (ბრალდების ფაქტობრივ მხარეს). მას აგრეთვე არა აქვს უფლება, სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე არსებითი მსჯელობის საგნად აქციოს ის ფაქტები ან გარემოებები, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება მოსამართლისათვის წაყენებულ დისციპლინურ ბრალდებას, ანდა ცნოს მოსამართლე ბრალეულად ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, რომლის გამოც დისციპლინური ბრალდება მისთვის არ წაუყენებიათ, და დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-24.md
