---
title: "მუხლი 75²⁸. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-28"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^28"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75²⁸. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75²⁸ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-28

1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც მას ხელს შეუშლის ამ საქმის მიუკერძოებლად და ობიექტურად განხილვაში.

2. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ მის მიერ ან მისი მონაწილეობით გამოტანილი სასამართლოს განჩინება, დადგენილება ან კერძო განჩინება ანდა მისი მოხსენებითი ბარათი საფუძვლად დაედო მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-29.md
