---
title: "მუხლი 75³. დისციპლინური სახდელი და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-3"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^3"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75³. დისციპლინური სახდელი და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75³ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-3

1. დისციპლინური სახდელებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) მკაცრი საყვედური; დ) ხელფასის 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაქვითვა არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში; ე) სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; ე 1 ) მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა; ვ) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

1¹. შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითად დისციპლინურ სახდელად.

1². სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება, ხელფასის 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაქვითვა, მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.

2. დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებაა მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-30.md
