---
title: "მუხლი 75³⁰. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის გამო — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-30"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^30"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75³⁰. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის გამო — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75³⁰ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-30

1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ არის ამოწურული მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ამ კანონით დადგენილი ვადა.

2. თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოიწურა, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის ამოწურვა გამოწვეულია დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ დროის განზრახ ბრალეული გაჭიანურებით. სადისციპლინო კოლეგიამ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-31.md
