---
title: "მუხლი 75³¹. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-31"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^31"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75³¹. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75³¹ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-31

1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ქმედება, რომელიც საფუძვლად დაედო მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას.

2. თუ დისციპლინური საქმის მასალების მიხედვით მოსამართლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა აშკარაა, სადისციპლინო კოლეგია არ იწყებს საქმის განხილვას, აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას, საქმის მასალებს შესაბამის ორგანოს უგზავნის და ამის შესახებ აცნობებს იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

3. თუ მოსამართლის მიმართ არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, გარდა ამ კანონის 75 42 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ სადისციპლინო კოლეგია განაახლებს შეჩერებულ დისციპლინური საქმის წარმოებას, თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურული არ არის. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-32.md
