---
title: "მუხლი 75³². დისციპლინური საქმის განსახილველად მომზადება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-32"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^32"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75³². დისციპლინური საქმის განსახილველად მომზადება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75³² (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-32

1. სადისციპლინო კოლეგია, რომელსაც დაევალა დისციპლინური საქმის განხილვა, წინასწარ ეცნობა მას და ნიშნავს კოლეგიაში საქმის განხილვის დღეს.

2. სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური საქმის განხილვის ადგილი, დღე და საათი დროულად უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მის წარმომადგენელს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური საქმე.

3. სადისციპლინო კოლეგია იწვევს მოწმეებსა და სხვა პირებს საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და აცნობებს მათ საქმის განხილვის ადგილს, დღესა და საათს. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-33.md
