---
title: "მუხლი 75³⁴. მხარეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-34"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^34"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75³⁴. მხარეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75³⁴ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-34

1. სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მხარეებს შეუქმნას თანაბარი პირობები და შესაძლებლობები თავიანთი პოზიციების გამოსახატავად და დასაცავად.

2. დაუშვებელია სადისციპლინო კოლეგიის წევრების რომელიმე მხარესთან წინასწარი შეხვედრა ანდა მისგან რაიმე ინფორმაციის მიღება მეორე მხარის დაუსწრებლად, ან მისთვის ამ ინფორმაციის შინაარსის გაუცნობლად, თუ ეს საქმის ორგანიზაციულ მხარეს არ ეხება.

3. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია საქმის განხილვამდე და განხილვის პროცესში არ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ან წინასწარი განწყობა ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, რამაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს სადისციპლინო კოლეგიის მიუკერძოებლობა. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-35.md
