---
title: "მუხლი 75³⁶. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლისათვის დისციპლინური ბრალდების მოხსნის ან მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-36"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^36"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75³⁶. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლისათვის დისციპლინური ბრალდების მოხსნის ან მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75³⁶ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-36

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დისციპლინური საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე) მოუხსნას მოსამართლეს მისთვის წაყენებული დისციპლინური ბრალდება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია შეწყვიტოს დისციპლინური საქმის განხილვა, განხილვის ეტაპის მიუხედავად, და, შესაბამისად, – დისციპლინური საქმე.

2. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, საქმის განხილვის დაწყებამდე სრულად აღიაროს დისციპლინური ბრალდება და სთხოვოს სადისციპლინო კოლეგიას, დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დააკმაყოფილოს მოსამართლის შუამდგომლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-37.md
