---
title: "მუხლი 75³⁸. საქმის უწყვეტად განხილვის პრინციპის დაუცველობა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-38"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^38"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75³⁸. საქმის უწყვეტად განხილვის პრინციპის დაუცველობა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75³⁸ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-38

დისციპლინურ სამართალწარმოებაში არ მოქმედებს საქმის განხილვის უწყვეტობის პრინციპი. დისციპლინური საქმის განხილვის გადადების ან დროებით შეჩერების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგიის წევრებს უფლება აქვთ, განიხილონ სხვა დისციპლინური საქმე და შემდეგ გააგრძელონ გადადებული ან დროებით შეჩერებული საქმის განხილვა. მათ უფლება აქვთ, განიხილონ დისციპლინური საქმე იმის მიუხედავად, მონაწილეობენ თუ არა სხვა საქმეების (სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან სხვა საქმეები) განხილვაში. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-39.md
