---
title: "მუხლი 75⁴. დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-4"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^4"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁴. დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁴ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-4

1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, შეჩერების ან განახლების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე ამ კანონის 75 41 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება საჩივრის (განცხადების) ავტორს და შესაბამის მოსამართლეს.

3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე ამ კანონის 75 41 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება ასევე საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ განიხილება ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-40.md
