---
title: "მუხლი 75⁴⁰. სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-40"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^40"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁴⁰. სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁴⁰ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-40

1. სადისციპლინო კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში.

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კოლეგიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.

3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით და მას ხელს აწერენ კოლეგიის წევრები.

4. სადისციპლინო კოლეგიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება დისციპლინური საქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, წერილობით აყალიბებს თავის აზრს, რომელიც თან ერთვის საქმეს.

5. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სადისციპლინო კოლეგიაში საჩივრის შეტანით. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-41.md
