---
title: "მუხლი 75⁴¹. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების სახეები — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-41"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^41"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁴¹. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების სახეები — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁴¹ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-41

1. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიტანოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების შესახებ; ბ) დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; გ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ; დ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ; ე) მოსამართლის გამართლების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, გარდა ამ კანონის 75 36 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-42.md
