---
title: "მუხლი 75⁴². სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-42"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^42"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁴². სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁴² (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-42

1. სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ: ა) მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეს დისციპლინური ბრალდება მოუხსნა; გ) მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ანდა მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება; დ) სადისციპლინო კოლეგიის მიერ გაგზავნილი მასალების საფუძველზე მოსამართლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა მოსამართლის ბრალის ან იმ ფაქტების დაუდასტურებლობის გამო, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინურ ბრალდებას.

2. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სადისციპლინო კოლეგიას შეუძლია მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-43.md
