---
title: "მუხლი 75⁴⁶. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-46"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^46"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁴⁶. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁴⁶ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-46

სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვის შედეგად ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა აღნიშნული მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეული ჩადენა და სადისციპლინო კოლეგიას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ამ კანონის 75 47 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-47.md
