---
title: "მუხლი 75⁵¹. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-51"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^51"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁵¹. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁵¹ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-51

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაში აღინიშნება: ა) სადისციპლინო კოლეგიის დასახელება; ბ) სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა; გ) დისციპლინური საქმის განხილვის დრო; დ) დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის სახელი, გვარი და თანამდებობა; ე) დისციპლინური სამართალწარმოების დამწყები თანამდებობის პირის ვინაობა და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს დასახელება; ვ) დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის თარიღები; ზ) დისციპლინური საქმის გარემოებები; თ) დისციპლინური ბრალდებისა და მოსამართლის ახსნა-განმარტების შინაარსი; ი) მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების შინაარსი და მოტივაცია; კ) დისციპლინური გადაცდომის სახე, რომლისთვისაც მოსამართლეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, და დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახეები; ლ) დისციპლინური საქმის შეწყვეტის, მოსამართლის გამართლების, მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის ან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების საფუძველი. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-52.md
