---
title: "მუხლი 75⁵². სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-52"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^52"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁵². სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁵² (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-52

1. დისციპლინური საქმის შესახებ სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას. აღნიშნული გადაწყვეტილების ასლები იმავე ვადაში ეგზავნება საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ განიხილება ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლი უნდა დაერთოს მოსამართლის პირად საქმეს. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-53.md
