---
title: "მუხლი 75⁵³. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი და მისი შინაარსი — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-53"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^53"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁵³. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი და მისი შინაარსი — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁵³ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-53

1. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმში აისახება სადისციპლინო კოლეგიის სხდომის თარიღი, მისი დაწყების საათი, სხდომის მიმდინარეობა, სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა, მხარეთა ვინაობა, მათი პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტაცია, მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები, სხდომაზე მიწვეულ პირთა ვინაობა და მათი ინფორმაციები, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი, სხდომის დამთავრების დრო.

2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ სადისციპლინო კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

3. სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-54.md
