---
title: "მუხლი 75⁵⁶. საჩივრის დასაშვებობის შემოწმება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-56"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^56"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁵⁶. საჩივრის დასაშვებობის შემოწმება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁵⁶ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-56

1. საჩივრის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში სადისციპლინო პალატა ამოწმებს, საჩივარი ამ კანონის 75 55 მუხლის მოთხოვნათა დაცვითაა შეტანილი თუ არა. თუ საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა მას წარმოებაში იღებს.

2. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 75 55 მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა საჩივრის წარმდგენ პირს ხარვეზის აღმოფხვრას ავალებს, რისთვისაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას (არაუმეტეს 5 დღისა). თუ ხარვეზი ამ ვადაში არ აღმოიფხვრა ან თუ საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ არის შეტანილი, საჩივარი განუხილველი დარჩება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხს სადისციპლინო პალატა წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.

4. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გაეგზავნოს მოწინააღმდეგე მხარეს. სადისციპლინო პალატას შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს დაუნიშნოს ვადა საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-57.md
