---
title: "მუხლი 75⁵⁸. საქმის განხილვის ვადა, საქმის განხილვის დანიშვნა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-58"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^58"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁵⁸. საქმის განხილვის ვადა, საქმის განხილვის დანიშვნა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁵⁸ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-58

1. სადისციპლინო პალატა დისციპლინურ საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში.

2. საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სადისციპლინო პალატა განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.

3. სადისციპლინო პალატა უზრუნველყოფს მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას სადისციპლინო პალატის სხდომაში მონაწილეობისათვის. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-59.md
