---
title: "მუხლი 75⁵⁹. სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვის ფარგლები და საქმიანობის პრინციპები — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-59"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^59"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁵⁹. სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვის ფარგლები და საქმიანობის პრინციპები — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁵⁹ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-59

1. სადისციპლინო პალატა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი და დაკისრებული სახდელის სამართლიანობის თვალსაზრისით.

2. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის სამართლებრივი პროცედურების დარღვევით განხილვა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამან გამოიწვია საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

3. საჩივრის განხილვის დროს სადისციპლინო პალატა საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის 75 24 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-6.md
