---
title: "მუხლი 75⁶². სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-62"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^62"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁶². სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁶² (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-62

1. სადისციპლინო პალატა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

2. სადისციპლინო პალატის წევრმა გადაწყვეტილების მიღებისას არ შეიძლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

3. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებაში აღინიშნება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებისა და მიღებული საჩივრების შინაარსი, სადისციპლინო პალატაში საკითხის განხილვის შედეგები, მიღებული გადაწყვეტილების არსი და დასაბუთება.

4. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. სადისციპლინო პალატას მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები, თუ მიზანშეწონილად მიაჩნია შესწორებათა შეტანა. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინება არ საჩივრდება. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-63.md
