---
title: "მუხლი 75⁶⁴. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-64"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^64"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁶⁴. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁶⁴ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-64

1. სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თუ დადგინდება, რომ სადისციპლინო კოლეგიამ კანონიერად გაამართლა მოსამართლე ან შეწყვიტა მის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება, ანდა სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა კოლეგიის სხდომაზე დადგენილ დისციპლინურ გადაცდომას, ამასთანავე, მოსამართლეს კანონიერი და სამართლიანი დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება დააკისრა.

2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დასატოვებლად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობასთან ერთად სავალდებულოა, რომ სადისციპლინო პალატის სხდომაზე დადასტურდეს სადისციპლინო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტებიც (შესაბამისი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, დისციპლინური საქმის შეწყვეტის ან მოსამართლის გამართლების საფუძვლები). საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-65.md
