---
title: "მუხლი 75⁶⁷. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-67"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^67"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁶⁷. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁶⁷ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-67

სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ, თუ: ა) საქმე განიხილა სადისციპლინო კოლეგიის არაკანონიერმა შემადგენლობამ; ბ) სადისციპლინო კოლეგიამ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ ეცნობა სხდომის თაობაზე; გ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დაირღვა პროცესის კონფიდენციალურობის წესები; დ) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია; ე) გადაწყვეტილება ხელმოუწერელია სხდომის თავმჯდომარის ან მდივნის მიერ; ვ) საქმეში არ არის სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმი. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-68.md
