---
title: "მუხლი 75⁶⁸. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ფორმა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-68"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^68"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁶⁸. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ფორმა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁶⁸ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-68

1. სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით. მას ხელს აწერენ სადისციპლინო პალატის წევრები.

2. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლები ეგზავნებათ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროცესის მხარეებს, მათ წარმომადგენლებს და საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-69.md
