---
title: "მუხლი 75⁷⁰. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-70"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^70"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁷⁰. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁷⁰ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-70

სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების, შეფარდებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო პალატა კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს – უზენაესი სასამართლოს პლენუმს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-71.md
