---
title: "მუხლი 75⁷². მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-72"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^72"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁷². მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁷² (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-72

1. (ამოღებულია - 30.12.2021, №1346) .

2. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი წარდგინების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარდგინების მიღებიდან 10 დღის ვადაში თანამდებობიდან ათავისუფლებს მოსამართლეს.

3. პირი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, კარგავს ამ კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებას. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-71.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-73.md
