---
title: "მუხლი 75⁷³. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-73"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^73"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁷³. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁷³ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-73

1. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, თუ თავად მოსამართლემ არ მოითხოვა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება, კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სრულად ქვეყნდება.

2. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების ასლები, მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს გადაეცემა. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-74.md
