---
title: "მუხლი 75⁷⁴. სადისციპლინო კოლეგიის წევრისა და სადისციპლინო პალატის წევრის მიერ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-74"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^74"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁷⁴. სადისციპლინო კოლეგიის წევრისა და სადისციპლინო პალატის წევრის მიერ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁷⁴ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-74

1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და სადისციპლინო პალატის წევრი ვალდებული არიან, დაიცვან დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის 75 4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსამართლემ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება მოითხოვა, და თათბირის საიდუმლოება. ეს ვალდებულება არ ვრცელდება სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებში მოცემულ ინფორმაციაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შეუსრულებლობა ჩაითვლება ამ კანონის 75 1 მუხლის მე-8 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად და გახდება სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის შემადგენლობიდან მოსამართლის გამოყვანის საფუძველი, აგრეთვე შეიძლება გახდეს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-75.md
