---
title: "მუხლი 75⁷⁶. დისციპლინური სახდელის გაქარწყლება — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-76"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^76"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁷⁶. დისციპლინური სახდელის გაქარწყლება — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁷⁶ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-76

1. შენიშვნა გაქარწყლებულად ჩაითვლება მისი დაკისრებიდან 6 თვის, საყვედური – 9 თვის, ხოლო მკაცრი საყვედური – 1 წლის გასვლის შემდეგ, თუ მოსამართლე ამ ვადაში ახალ დისციპლინურ გადაცდომას არ ჩაიდენს.

2. მოსამართლე, რომლის მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მისი ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ, დისციპლინური სახდელის მქონედ არ ითვლება.

3. დაუშვებელია დისციპლინური სახდელის მოხსნა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლამდე. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-75.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-77.md
