---
title: "მუხლი 75⁷⁷. მოსამართლის თანამდებობრივი დაწინაურების უფლების შეზღუდვა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-77"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^77"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁷⁷. მოსამართლის თანამდებობრივი დაწინაურების უფლების შეზღუდვა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁷⁷ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-77

1. მოსამართლეს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიცემულია დისციპლინურ პასუხისგებაში ან რომლისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის, შესაბამისი ვადით ეზღუდება თანამდებობრივი დაწინაურების უფლება.

2. შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა არ უნდა გაამწესოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე, თუ იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიცემულია დისციპლინურ პასუხისგებაში, ან თუ მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-78.md
