---
title: "მუხლი 75⁷⁹. დისციპლინური საქმის შენახვა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-79"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^79"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁷⁹. დისციპლინური საქმის შენახვა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁷⁹ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-79

1. დისციპლინური საქმე ინახება სადისციპლინო კოლეგიაში და ხელმიუწვდომელია სხვა პირებისათვის.

2. დისციპლინური საქმის გაგზავნა მოსამართლეთა თანამდებობაზე გამამწესებელ ორგანოებში ან თანამდებობის პირებთან დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის ნებართვით.

3. დისციპლინური საქმის შენახვის ვადაა 10 წელი. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-78.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-8.md
