---
title: "მუხლი 75⁸⁰. სტატისტიკური ინფორმაცია — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-80"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "75^80"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75⁸⁰. სტატისტიკური ინფორმაცია — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 75⁸⁰ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-80

1. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობისა და განხილული დისციპლინური საქმეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია პერიოდულად ეგზავნება საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

2. სხვა თანამდებობის პირთათვის, დაწესებულებებისათვის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაციის გადაცემა დაიშვება მხოლოდ სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის ნებართვითა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვით. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . თავი XIV. გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/75-9.md
