---
title: "მუხლი 78. საზედამხედველო საჩივრების განხილვა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/78"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "78"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. საზედამხედველო საჩივრების განხილვა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 78 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/78

საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე წარდგენილ საზედამხედველო საჩივრებს, რომლებზედაც საზედამხედველო წარმოება დამთავრებული არ არის, აგრეთვე საზედამხედველო პროტესტებს და საზედამხედველო პალატის შუამდგომლობებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა. განსაკუთრებით რთული საქმეები და ის საქმეები, რომლებიც განხილულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და პრეზიდიუმის მიერ, განიხილება სამოქალაქო საქმეთა პალატის იმ წევრთა სრული შემადგენლობით, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვაში. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში საქმეთა განხილვაში მონაწილეებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/79.md
