---
title: "მუხლი 8. სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა — საერთო სასამართლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/8"
law: "საერთო სასამართლოების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 90676"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა — საერთო სასამართლოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/8

1. სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ პირს თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა.

2. მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6858 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90676-saerto-sasamartloebis-shesakheb/9.md
