---
title: "მუხლი 13. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნა — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/13"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "13"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნა — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/13

1. ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნისას იუსტიციის მინისტრი სანოტარო ბიუროს განთავსების ადგილად ამ კანონის მე-11 მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებას უთითებს.

2. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა , რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე -11 მუხლის პირველი ან მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გაივლის კონკურსს , რომლის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი .

3. გადაწყვეტილება ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5573 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4610 - ვებგვერდი, 22.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/14.md
